ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა თავისი შექმნილი პროექტის გეგმა. ყურადღებით
მოვისმინეთ და განვიხილეთ ყველა. მივიღე მათგან რეკომენდაციები. გავიგე, რომ
პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მომზადებით, გულდასმით უნდა დავამუშავო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, გავუწიო
ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს. ვისწავლე როგორ მოვაქციოთ ინტერნეტ სივრცეში ჩემი ( თუნდაც უმნიშვლელო) პროექტი.
პროექტების შედგენა და გამოქვეყნება დიდ როლს ითამაშებს ჩემს განვითარებაზე. ეს ხელს შეუწყობს გაკვეთილის ხარისხიანობას.
დასასრულს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას ეს რთული ტრენინგი ასე ხალისიანად რომ გაგვატარა და შედეგს გაგვიყვანა!
No comments:
Post a Comment