Wednesday, October 21, 2015

დღე 9



       ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს   თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა თავისი შექმნილი პროექტის გეგმა. ყურადღებით მოვისმინეთ და განვიხილეთ ყველა. მივიღე მათგან რეკომენდაციები.  გავიგე, რომ პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მომზადებით, გულდასმით უნდა დავამუშავო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, გავუწიო ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს.     ვისწავლე როგორ მოვაქციოთ ინტერნეტ სივრცეში ჩემი ( თუნდაც უმნიშვლელო) პროექტი.
 პროექტების შედგენა და გამოქვეყნება დიდ როლს ითამაშებს ჩემს განვითარებაზე. ეს ხელს შეუწყობს გაკვეთილის ხარისხიანობას.
  დასასრულს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას ეს რთული ტრენინგი ასე ხალისიანად რომ გაგვატარა და შედეგს გაგვიყვანა!

Sunday, October 18, 2015

დღე 8

         დღეს გავიარეთ მოდული 7
       შევძელი გამეგო,  როგორ გამოვიყენოტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად , თუ რას ნიშნავს  ტექნოლოგიებით ფასილიტაცია, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სწორად განსაზღვროს საკუთარი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაიაზრონ რისი გაკეთების უნარი შესწევთ, რა გამოუვათ წარმატებულად და რას უნდა შეეჭიდონ.
ასევე კარგად გავიგე სასწავლო პროცედურებისა და შეფასების შეჯამების შაბლონში გაწერა. დავასრულეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა, ჩავალაგეთ გუგლდრაივზე ჩემს საქაღალდეში.

Saturday, October 17, 2015

დღე-7

                        დღეს გავუზიარე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და საბოლოოდ დავხვეწე ( საპრეზენტაციო დოკუმენტი) ტრენერის მითითებით, გავეცანი უკუკავშირის ფორმას 3-2-1, ნაშრომის შეფასების ადაპტირება,  მივაბი ბლოგზე პროექტის პორტფოლიო. გავეცანი გარდნერისა და ბლუმის მატრიცას. ნაშრომის შეფასების ადაპტირება . გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალიწინებით როგორ შეიძლება დავალებების გადანაწილება მოსწავლეების შესაძლებლობების მიხედვით.

Sunday, October 11, 2015

დღე 6

ტრენინგის მეექვსე დღეს შევისწავლე პროექტის სასწავლო ნიმუშის შექმნა. ვისწავლე როგორ უნდა მოვამზადო PowerPoint-ში სლაიდი .როგორ უნდა დავალაგო დავალებები სლაიდში . ასევე დიაგრამების  ჩასმა და მათში პროცენტული მონაცემების ასახვა, სურათების ჩასმა და სხვ. საკმაოდ რთულად მეჩვენა ინფორმაციის დალაგება საპრეზენტაციო დოკუმენტში, თუმცა ტრენერის დახმარებით გავართმევ თავს.

Wednesday, October 7, 2015

დღე 5

     მესამე მოდული იმით იყო საინტერესო, რომ ვნახე შეფასების რუბრიკა და შევაფასე პროექტის გეგმა. გავეცანი როგორ დავაფიქსირო და დავიცვა საავტორო უფლებები, ამით თავიდან ავიცილებთ პლაგიატიზმს, გავიგე როგორ შევქმნა პროექტში გამოყენებული ონლაინ რესურსების  ბიბლიოგრაფია,  განსაკუთრებით მომეწონა სწავლების ონლაინ სისტემები და ონლაინ ჯგუფები, აქვე დავგეგმე,   რომ შევქმნი მე-9 კლასში დახურულ ჯგუფს და მივაწვდი ონლაინ დავალებებს, ვფიქრობ ეს ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ.
დღემ წარმატებულად ჩაიარა. 

Sunday, October 4, 2015

დღე 4

     დღეს გავეცანი  შეფასების 5 მიზანს;დავრწმუნდი , რომ პროექტის განხორციელებისას შეფასება უწყვეტი პროცესია, შევქმენი დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩემი თემის ფარგლებში, სადაც ნათლად ჩანს მკაფიო მოლოდინები, საბოლოო პროდუქტი და მუშაობის ხარისხის შედეგი, ასევე განვსაზღვრე პროექტის მონიტორინგის ეტაპები და მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიები.
მადლობა ტრენერს!

Saturday, October 3, 2015

დღე 3

დღევანდელი დღე საკმაოდ საქმიანი იყო, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. გავეცანი მიმართულების მიმცემ  საკვანძო შეკითხვებს, შევუსაბამე პროექტის კითხვები, კითხვა უნდა დავსვა ეფექტურად და უნდა იყოს მოსწავლისათვის საინტერესო, რაც  გაზრდის მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას.